-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
ჰოტცი გიუნტერ (Hotz Günter, 16.XI.1931, რომელჰაუზენი) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ზაარლანდის უნ-ტის მათ. და ტექ. ფაკ.-ტის დეკანი, ინფორმატიკის კათედრის გამგე, მაინცისა და ბერლინის აკადემიების ნამდვილი წევრი, პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (13.IX.1993).
ჰ. გ.-მ ფრიდბერგის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ფიზ. და მათემატიკის განხრით სწავლა განაგრძო მაინის ფრანკფურტსა და გიოტინგენში, რაც მათემატიკის სპეციალისტის დიპლომით დაასრულა (1956). მან კურტ რაიდემაისტერის ხელმძღვანელობით მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1958), შემდეგ კი გამოთვლითი ტექნიკის დამპროექტებლის სტატუსით მუშაობდა დაწესებულება „აეგ-ტელეფუნკენში“ (,,AEG-Telefunken“, 1958-1962). მან ფრიც თისენის ფონდის სადოქტორო სტიპენდია მოიპოვა (1962). მეცნიერი მიიწვიეს ზაარლანდის უნ-ტის გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო უმაღლ. აკად. კვალიფიკაცია (1965). ტიუბინგენში ხანმოკლე სწავლების შემდეგ, ზაარლანდის უნ-ტის ინფორმატიკის სრული პროფესორი გახდა (1969). მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა მიწვევებიც ჰქონდა, ემერიტუსის წოდების მიღებამდე ინფორმატიკის კათედრის ერთგული დარჩა (2000).
ჰ. გ.-მ დიდი როლი ითამაშა მათემატიკასა და ელექტროტექნიკას შორის ინფორმატიკის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებაში. იგი იყო „ინფორმატიკოსთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი თავ-რე. მისი ინიციატივით ზაარლანდის უნ-ტში დაარსდა მაქს პლანკის ინ-ტი.
ჰ. გ. სხვადასხვა ორგანიზაციების წევრი და ჯილდოების მფლობელია: მაინცის მეცნ. და ლიტერატურის აკადემია (1985), ჩრდ. რაინ-ვესტფალიის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1995), გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემია (1987), ზაარლანდის ღირსების ორდენი (1989), კონრად ცუზეს სახ. ღირსების მედალი ინფორმატიკაში შეტანილი წვლილისათვის (1999).