-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი საპატიო დოქტორი
ჰოპტი კლაუს (Klaus Hopt, 24.VIII.1940), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (05.X.2010).
ჰ. კ. გერმანელი იურისტი და გერმანული ეკონომიკის სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ეუფლებოდა იურისპრუდენციას, ნაციონალური ეკონომიკის სწავლებასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს მიუნხენში, ტიუბინგენში, ბილბაოში, პარიზსა და ნიუ-იორკში (1959). ჰ. კ.-მ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ზარალის ანაზღაურება არასანქცირებული ინიცირებით. შედარებითი სამართლებრივი ანალიზი სახელმწიფო პროცედურების უნებართვო გამოყენებისათვის თავის ასაცილებლად” და მიენიჭა იურისპრუდნენციის დოქტორის ხარისხი (1967).
ერთი წლის შემდეგ მკვლევარმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: “მესამე ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური ფაქტორი აშშ-ის საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის რეფორმის შესწავლისათვის” და მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (1968).
ჰ. კ. წლების მანძილზე აქტიურ სამეცნ. მუშაობას ეწეოდა. მან მოიპოვა უმაღლ. აკად. კვალიფიკაცია თემაზე: “საინვესტიციო კაპიტალი საბანკო სამართალში”.
ჰ. კ. მოღვაწეობდა შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ტიუბინგენის უნ-ტი (1974-1978), ევროპის უნ-ტი ფლორენციაში (1978-1980), ბერნის უნ-ტი (1985-1987), მიუნხენის უნ-ტი (1987-1995). მეცნიერი ემერიტუსის სტატუსის მიღების შემდეგ, ჰამბურგის მაქს-პლანკის ინ-ტის უცხოურ და საერთაშ. კერძო სამართალს ხელმძღვანელობს (1995).