-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საპატიო დოქტორი
ჰოიერი როლფ-დიტერ (Heuer Rolf-Dieter, 22.V.1948, ბოლი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბირთვული კვლევების ევროპ. ცენტრის გენერალურ დირექტორს, გამოჩენილ მეცნიერს, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (20.VI.2012).
ჰ. რ.-დ.-ს სამეცნ. მოღვაწეობა უმთავრესად დაკავშირებულია ელექტრო ნაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპ. ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან.
ჰ. რ.-დ. იოახიმ ჰაინცის მეცნიერხელმძღვანელობით მუშაობდა სადოქტორო თემაზე: „ψ(3686) რეზონანსული მრუდის ნეიტრალური დაშლა“ (1977). მომდევნო წლებში მას მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, სადაც ოპალის ექსპერიმენტზე მუშაობდა, აგრეთვე მრავალი სამეცნ. კომიტეტისა და სათათბირო ორგანოს წევრი იყო.
ჰ. რ.-დ. დაუბრუნდა ჰამბურგის უნ-ტს, სადაც კითხულობდა ლექციებს (1998). იგი გერმანული ელექტრონული სინქროტრონის მაღალი ენერგიების ფიზიკის კველევითი ინ-ტის დირექტორის პოზიციას იკავებდა (2004-2008). იგი ბირთვული კვლევების ევროპ. ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს (2009-2015). ჰ. რ.-დ. ფიზიკოსთა გერმანული საზ-ების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა (2016-2018), ხოლო შემდეგ ვიცეპრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა (2020).