-
ავტორი
- კატეგორიები: უროლოგი საპატიო დოქტორი
ჰოჰენფელნერი რუდოლფ (Rudolf Hohenfellner. 11.VIII.1928, ვენა), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნ.-პრაქტ. დახმარებისთვის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (13.IX.2006).
ჰ. რ. ვენის უნ-ში მედიცინას სწავლობდა (1946-1953). შემდეგ ის უროლოგიის პროფესორის სტატუსით მოღვაწეობდა მედიცინის ფაკ-ტზე (1968-1973). მან ქირურგიასა და უროლოგიაში ტრენინგი დაიწყო ბ. ბიბუსთან და რ. იებელჰორთან. ის ჰომბურგის ზაარლანდის უნ-ტში გადავიდა, რათა კარლ ერიხ ალკენთან ემუშავა, რ-იც იმ დროს ერთადერთ გერმანულ უროლოგიურ უნ-ტის კლინიკას ხელმძღვანელობდა, სადაც დაიცვა დისერტაცია შარდის ბუშტის პერიტონეალური ფლაპებით ჩანაცვლების შესახებ (1964). იგი ოპერატიული მედიცინის განხრით უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს (1973-1980). ჰ. რ. მაინცის უნ-ტის უროლოგიის პროფესორი და კ. ე. ალკენის ფონდის ვიცეპრეზიდენტი და სხდომების წევრია (1980-1997). მოგვიანებით ვიცეპრეზიდენტის პოზიციას თმობს და ანიჭებენ საპატიო წევრის სტატუსს (2010).
ჰ. რ. მნიშვნელოვანი პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: „ქირურგიული პედიატრიული უროლოგია“ (1977, 1980), „მექანიკური ანდროლოგია“ (2005), „თანამედროვე უროლოგიური ქირურგია“ (2005, 2007), „ნაწლავის კიბოს ნევროლოგიური გართულებები“ (1965, 2013).