-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე ბიზნესმენი საპატიო დოქტორი
ჰიპი კლაუს (Hippie Claus, 22.IX.1922, მიუნხენი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის გერმანელ პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (10.III.2010).
ჰ. კ. გერმანელი მეწარმე და ბავშვთა კვების საშუალებების ორგანიზაცია „ჰიპის“ ხელმძღვანელია. იგი აბიტურის დამთავრების შემდეგ ლუდვიგ მაქსიმილიანის გიმნაზიაში სამართალმცოდენობას სწავლობდა, პარალელურად კი სამეურნეო საოჯახო საწარმოს მართავდა. სამართლის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ მამის, გ. ჰიპის მიერ დაარსებულ საწარმოში დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ კი საწარმოს მმართველი იყო.
ჰ. კ. მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა (1998-2004). იგი გერმანულ-რუსული საგარეო სავაჭრო-სამრეწვ. პალატის საპატიო პრეზიდენტია.
ჰ. კ. საქართველოში ბავარიისა და ბადენ-ვიურტემბერგის საპატიო კონსულად დაინიშნა (2008), ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში” (2008). კ. ჰიპი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი იყო.