-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია. სასწ.-სამეცნ. ლაბორ., რ-იც დაარსდა აკად. მიხეილ საბაშვილისა და პროფ. ნოე უკლებასა და გარსევან ხმალაძის თაოსნობით (1962), ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის მიმდებარედ, მდ. ვერის მარჯვენა სანაპიროზე. თავდაპირველად ის იყო თსუ-ის ჰიდროლ., ნიადაგმცოდნეობის და მეტეოროლ. კათედრასთან არსებული სასწ.-სამეცნ. ჰიდრომეტეოროლ. ლაბორ., სადაც სასწ. პროცესის პარალელურად, მიმდინარეობდა მონიტორინგი მდინარის ჰიდროლ. რეჟიმზე და ადგილის მიკროკლიმ. ფაქტორებზე (1963). ლაბორატორიაში პრაქტიკებს გადიოდნენ როგორც ყოფ. გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის, სას.-სამ. და სხვა უმაღლ. სასწავლებლების სპეციალობის სტუდენტები. აღნიშნული მიმართულებით ლაბორ. ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა მდ. ვერის აუზში კატასტროფული წყალმოვარდნის შემდეგ, თუმცა თანამშრომლებს არ შეუწყვეტიათ მდინარისა და მეტეოროლ. ელემენტებზე ყოველდღიური მონიტორინგი (13.06.2015). საქართვ. განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თსუ-ის დაფინანსებით შეიქმნა თანამედროვე ჰიდრომეტეოროლ. საგუშაგო, რომლის მეშვეობით გარემოს ეროვნ. სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტთან ერთად, ხდება მდ. ვერის აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზი (2023-2024); გაკეთდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ხდება მდინარის წყლიანობის გაზომვები, განსაკუთრებით წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების დროს; ასევე დამონტაჟდა წყლის დონეების საზომი ზღვის ლარტყა ბეტონირებული დამცავი, დამაწყნარებელი არხით; წყლის დონეების ავტომ., უწყვეტი რეჟიმის მქონე სენსორული სისტემა; ასევე ატმ. ნალექების რაოდენობის და ინტენსივობის უწყვეტი რეჟიმის დანადგარი; ავტ. მეტეოსადგური და სხვ. გარემოს ეროვნ. მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე დგება წლიური ჰიდრომეტეროლ. ანგარიშები, რ-იც იგზავნება გარემოს ეროვნ. სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში. ეს მასალები გამოიყენება გეოგრაფიიის დეპარტ. სტუდენტებთან პტაქტ. მეცადინეობებისათვის. ლაბორატორიაში პრაქტ. მეცადინეობებს გადიან სტუდენტები და კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეები, ლაბორ. ხელმძღვ. ტრენინგებს (პრაქტ.-საინფორმაციული მეცადინეობებს) ეტაპობრივად უტარებს ჰიდრომელიორაციისა და ყველა მუნიციპ. წარმომადგენლებს (2023-დან). სხვადასხვა დროს ლაბორ. ხელმძღვ. იყვნენ: ვანო შეშელიძე (1962-1967), ვასილ ჯოხაძე (1967-1979); ამჟამად გეოგრ. მეცნ. დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი (1979-დან). დაარსების დღიდან ლაბორატორიაში მუშაობდნენ: დიმიტრი (ვაჟა) ქოჩიაშვილი, გიორგი მეტრეველი, გამარლი (დუდუ) დოხნაძე, თამარ ოსაძე, მზია მღებრიშვილი, ციალა ბექურაიძე, ნუნუ გაგნიძე, ჯემალ ქერდიყოშვილი, ტარიელ ჭანტურიძე, რამაზ ჭანტურიძე, ზოია ცეცხლაძე, მარინა კაკულია, შალვა რეხვიაშვილი, ხვიჩა მუმლაძე, ირინა ბურჯანაძე; უფრ. ლაბორანტები: ნუნუ ცინცაძე, ნანა კოკაია და ნესტან ხუფენია; ინჟინერი: დარეჯან კიკნაძე, რ-იც სრულად ახდენენ მონიტორინგს მდ. ვერის ჰიდროლ. რეჟიმსა და რეგიონის მიკროკლიმ. ფაქტორებზე.
ლიტ.: ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.