-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრა. უნ-ტში დაარსდა ჰიდროლ. და კლიმატოლოგიის კათედრა, რ-იც იმდროისათვის ერთ-ერთი პირველი კათედრა იყო ყოფ. სსრკ მასშტაბით (1936). კათედრის ხელმძღ. სხვადასხვა დროს იყვნენ დოცენტები: ბ. ყავრიშვილი (1895-1943), იასე შაქარიშვილი (1943-1955). შემდეგ გაერთიანდა ორი კათედრა: ნიადაგთმცოდნეობის, ჰიდროლ. და კლიმატოლოგიის (1956). კათედრას სათავეში ჩაუდგა აკად. მიხეილ საბაშვილი. მოგვიანებით კათედრა კვლავ ორად გაიყო: (1) ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის და (2) მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრებად (1971). ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრას ხელმძღვ. იყო აკად. გ. სვანიძე (1971-1997), რ-იც სტოქასტური ჰიდროლოგიის ფუძემდებელია, შემდეგ კათედრის გამგე იყო პროფ. გ. გრიგოლია (1997-2005). დღემდე ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის მიმართულებას (2006-დან), რ-იც ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრად გადაკეთდა (2012-დან), ხელმძღვანელობს პროფ. დ. კერესელიძე. ამჟამად კათედრაზე მოღვაწეობენ ასოცირებული პროფესორები: ვ. ტრაპაიძე და გ. ბრეგვაძე. ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრა კვლავ გაიყო ორად: ჰიდროლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრებად (2004-დან). მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა სახელმწ. პრემიის ლაურეატი, პროფ. გ. სულაქველიძე (1913-1983) (1971-1983), რ-აც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში მეტეოროლ. სკოლის განვითარებაში. შეგდეგი კათედრის გამგე იყო პროფ. არჩილ ხანთაძე (1983-2006), რ-მაც აღმოაჩინა ნელი როსბის ტიპის ახალი ტალღები და პლანეტარული მასშტაბის ელექტრომაგნიტური ტალღები იონოსფეროს ფენებში. დადგა კათედრის თანამშრომელთა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობის აქტიური ხანაა (1940-1950). დოცენტ ნოე უკლებას (1906-1979) ინიციატივით დაარსდა სასწ. ჰიდრომეტეოროლ. ლაბორ. მდ. ვერეზე, რ-იც უნ-ტის სამეცნ.-სასწ. ბაზად იქცა. ლაბორატორიამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა თბილ. წყალდიდობისას მდ. ვერის ხეობაში (13.06.2015). სხვადასხვა დროს ხმელეთის ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ მეტეოროლოგიის პროფესორები: ა. კოტარია, შ. ჯავახიშვილი, გ. მელაძე; დოცენტები: ლ. ლაღიძე, თ. ცომაია, მ. ზახაშვილი, ა. დემეტრაშვილი, მ. ბენაშვილი, მ. ბოკერია, ნ. ხიდაშელი; მასწავლებელი ნ. მოწონელიძე; ოკეანოლოგიის პროფ. გ. მეტრეველი; დოცენტები კ. ბილაშვილი, ნ. წივწივაძე, რ. ამირეჯიბი, რ. ხაზალია; ჰიდროლოგიის პროფესორები: ი. ხომერიკი, ო. ხმალაძე, დოცენტები: თ. ნუცუბიძე, ნ. უკლება, ა. კილასონია, თ. კიკილაშვილი, დ. ცინცაძე, დ. ქოჩიაშვილი, გ. ხმალაძე; მასწავლებლები: ჯ. ძაძუა, დ. კიკნაძე, ი. სირბილაძე, თ. დოლაბერიძე და სხვ.
ლიტ.: ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.