-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი საპატიო დოქტორი
ჰერმანი ვოლფგანგ ანტონ (18.IV.1948, კელჰაიმი), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართვ. მეცნიერებისთვის გაწეული დახმარებისთვის მიუნხენის ტექნ. უნ-ტის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.IX.2009).
ჰ. ვ. ა.-მ დაამთავრა დონაუ-კელჰაიმის გიმნაზია (1967) და ჩაირიცხა მიუნხენის ტექნ. უნ-ტში, სადაც შეისწავლა ქიმია (1970). რეგენსბურგის უნ-ტში პროფესორ ჰ. ბრუნერის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ოპტიკურად აქტიურ გარდამავალ მეტალთა კომპლექსები“ (1973). გერმანული კვლევითი გაერთიანების სტიპენდიის მოპოვების (1978) შემდეგ რეგენსბურგის უნ-ტში უმაღლ. აკად. კვალიფიკაციის მოსაპოვებლად წარადგინა ნაშრომი ექსპერიმენტული სამუშაოს თემაზე: „მეტალორგანული სინთეზი ნახშირწყალბადების საშუალებით.“ იგი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტია(1995).
ჰ. ვ. ა. უამრავი ორგანიზაციის წევრი, პრემიის მფლობელი და ხვადასხვა უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდების მატარებელია, მათ შორისაა: ოტო კლუნგის პრემია (ბერლინი, 1982), მაქს პლანკის კვლევითი ჯილდო (1991); ალექსანდერ ჰუმბოლდტის ფონდის მიერ დაწესებული ვერნერ ჰაიზენბერგის მედალი (2000), ლიონის, სამხრეთ კაროლინის, ლისაბონისა და მოსკოვის უნ-ტების საპატიო დოქტორის წოდებანი.