ჰენლი დანიელ
ჰენლი დანიელ

ჰენლი დანიელ (Henley Daniel), ამერიკელ მედიკოსს, ჯონს ჰოპკინსის უნ-ტის ნევროლოგიური დეპარტ. დირექტორს, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.IX.2006).

დ. ჰ.-მ მასაჩუსეტსში, უილიამსის კოლეჯში მიიღო თერაპევტის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის განათლება (1967-1971). იგი სწავლობდა ნიუ-იორკში, კორნელის უნ-ტის სამედ. კოლეჯში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი (1971-1975). დ. ჰ. ნევროლოგიის, კრიტიკული მედიცინის, ნეიროქირურგიისა და ანესთეზიის პროფესორია ჯ. ჰოპკინსის სამედ. დაწესებულებაში (1996).

დ. ჰ. თავის ტვინის ტრავმების კვლევითი მიღწევების გამო დაჯილდოებულია ალექსანდრე ჰუმბოლდტის პრემიით. კრიტიკული მედიცინის ამერიკულმა კოლეჯმა მიანიჭა პრემია „უდიდესი დამსახურებისათვის“ (2017). იგი არის „თავის ტვინის ტრავმის შედეგების“ პროგრამის დირექტორი და ინსულტის ეროვნ. ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ვიცეთავმჯდომარე. ამ ორგანიზაციისთვის შეიმუშავა საყოველთაოდ აღიარებული სასწ. პროგრამები.

დ. ჰ.-ს რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 100 სტატიაზე მეტი. იგი არის ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის, ნევროლოგიის ასოციაციის, ფიზიოლ. და კრიტ. მედიცინის საზოგადოებებისა და რამდენიმე რეცენზირებადი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.