-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი საპატიო დოქტორი
ჰენჩელი უვე (Henchel Uwe, 23.I.1940, გრაიფსვალდი, პომერანია), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ გერმანელი ფსიქოლოგი, ლეიდენის უნ-ტის პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (27.III.1995).
ჰ. უ. საცხოვრებლად გადავიდა ჰოლანდიაში (1987). მან გისენის უნ-ტში ფსიქოლოგიის განხრით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი (1964), შემდეგ კი მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი ფრაიბურგის უნ-ტში (1969), რის შემდეგაც მაინცის უნ-ტში სწავლა განაგრძო პოსტდოქტორანტურაზე.
ჰ. უ. ასევე მოღვაწეობდა მაქს პლანკის ფსიქიატრიის ინ-ტში (1974-1975). მას მაინცის უნ-ტის ასისტენტ პროფესორის, შემდეგ კი სრული პროფესორის პოზიციები ეკავა (1975-1981). იგი ლეიდენის უნ-ტში ხელმძღვანელობდა პიროვნების ფსიქოლოგიის განყ-ბას (1987–2001).
ჰ. უ. სხვადასხვა ორგანიზაციის წევრია: გერმანიის ფსიქოლოგთა საზ-ბა, ფსიქოთერაპიული კვლევის ასოციაცია, პიროვნებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების ხელშემწყობი ორგანიზაცია.
ჰ. უ. მჭიდრო კავშირი აქვს თსუ-თან, იგი ჩართულია თანამშრომლების სტაჟირებისა და ფსიქოლ. სამეცნ. კვლევების მატერიალური ბაზების შევსების საქმეში.