ჰელბრიუგე თეოდორ
ჰელბრიუგე თეოდორ

ჰელბრიუგე თეოდორ (Hellbrugge Theodore, 23.X.1919, დორტმუნდი - 21.I.2014, მიუნხენი), მიუნხენის უნ-ტის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.IV.2004).

ჰ. თ. გერმანელი პედიატრი და მიუნხენის პედიატრიის ცენტრის დამაარსებელია. მან მიიღო უმაღლესი აკად. კვალიფიკაცია მიუნხენის  ლუდვიგ მაქსიმილიანის უნ-ტში (1954), სადაც შემდეგ ის ასოცირებული პროფესორი გახდა (1960). ამავე წელს სოც. პედიატრიის კვლევითი ცენტრები შექმნა, მოგვიანებით კი უძღვებოდა სოც. პედიატრიის პირველ  კათედრას (1967).

პროფესორი ჰ. თ. დაინტერესებული იყო პედიატრიული გამოკვლევებით. მიუნხენის პედიატრიის ცენტრის დაარსების შემდეგ სოც. პედიატრიის პირველი დაწესებულება  შექმნა, რომელიც მუშაობდა შემდეგ საკითხებზე: ბავშვის  განვითარების რეაბალიტაცია, ადრეული თერაპია და სოც. ჩართულობა.

თ. ჰელბრიუგემ გამოსცა „პედიატრი - ჟურნალი ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის შესახებ“ (1970).

ჰ. თ. თანამშრომლობდა თსუ–სთან. მნიშვნელოვანია მისი წვლილი საქართველოში თეორიული და კლინიკური მედიცინის განვითარებაში.