-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე საპატიო დოქტორი
ჰებერლე პეტერ (Heberle Peter, 13.V.1934, გოპინგენი) იურიდიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის ბაიროითის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.II.2009).
ჰ. პ. გერმანელი საჯარო სამართ. პროფესორი და ემერიტუსია ბაიროითის უნ-ტში. იგი იურისპრუდენციას ეუფლებოდა ტიუბინგენში, ბონში, ფრაიბურგსა და მონპელიეში.
ჰ. პ.-მ კ. ჰესეს ხელმძღვანელობით ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნ-ტში მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი. იმავდროულად ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაც დაიკავა (1961).
ჰ. პ.-მ მიიღო უმაღლესი აკად. კვალიფიკაცია თემაზე: „საჯარო ინტერესი, როგორც იურიდიული პრობელმა,” რის შემდეგაც ტიუბინგენსა და მარბურგში იურისპრუდენციის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებდა (1969). იგი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა აუგსბურგსა და ბაიროითში, სადაც ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა (2002).