-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი საპატიო დოქტორი
ჰასვოლდი ტორალფ (Hasvold Toralf, 16.VIII.1943), თსუ-ის სტუდენტებისა და აკად. პერსონალისთვის სამეცნ. და პედაგოგიურ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის, საქართველოში სამედ. განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნორვეგიის ტრომსოს უნ-ტის საზ. ჯანდაცვის სპეციალისტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (10.II.2016).
ჰ. ტ.-მ დაამთავრა დუბლინის (ირლანდია) ქირურგთა სამეფო კოლეჯი (1966-1969). მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი და მუშაობდა ოსლოს უნ.-ტის სამედ. ფაკ-ზე (1969-1973). პირველადი/ საერთო მედიცინის დარგში გახდა სპეციალისტი (1988). თანამშრომლობს ჩრდილოეთ ნორვეგიის ტრომსოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოსთან (2003), მოგვიანებით კი – ტრომსოს უნ-ტის საზ. მედიცინის დეპარტამენტთან (2004). მიიღო საზ. მედიც. სპეციალიზაცია და დოქტორის ხარისხი (1996). იყო ტრომსოს უნ-ტის პროფესორი და ამავე უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დეკანი (2005-2007).
ჰ. ტ.-ს ინიციატივით ტრომსოსა და თსუ-ს შორის ხორციელდება პროექტი, რ-იც გულისხმობს ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას საქართველოსთვის. იგი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: იგეგმება 10 სამეცნ. კანდიდატის მომზადება, თსუ–ის მედიცინის ფაკ-ტის თანამშრომელთა პოტენციალის ამაღლება და საზ. ჯანდაცვის სფეროში სასწ. წიგნის მომზადება ქართულ ენაზე.