ჰაკე ვერნერ
ჰაკე ვერნერ

ჰაკე ვერნერ (Hake Werner, 18. II. 1948, დუისბურგი), გერმანელ ნევროლოგს, ჰაიდელბერგის უნ-ტის ნევროლოგიური დეპარტამენტის დირექტორს, პროფესორს მიენიჭა თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება (27.IX.2006).

ჰ. ვ. რაინ-ვესტფალიის აახენის ტექნ. უნ-ტში სწავლობდა ფსიქოლოგიასა და მედიცინას (1968-1974). მან  ექიმის პროფესიული განათლება განგელტის ფსიქიატრიულ საავდმყოფოში, აახენის უნ-ტის ნევროლოგიის და ბერნის უნ-ტის ნევროლოგიის კლინიკებში მიიღო, სადაც ცერებროვასკულურ დაავადებებს იკვლევდა.

ჰ. ვ.-მ მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1975), ხოლო შემდეგ კი მას ნევროლოგისა და ფსიქიატრის  სტატუსი მიენიჭა (1980). მეცნიერი რაინ-ვესტფალიის აახენის ტექნ. უნ-ტის ნევროლოგიური კლინიკის მთავარი ექიმის პოზიციას იკავებდა (1980-1986). იგი გახდა ნევროლოგიის C2-პროფესორი (1985).

ჰ. ვ. მიიწვიეს ნევროლოგიის  C4-პროფესორის პოზიციაზე (1987). იგი ჰაიდელბერგის უნ-ტის კლინიკისა და გერმანიის ნევროლოგიური კლინიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვ. იყო. მეცნიერი ჰაიდელბერგის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დეკანია (1989-1991), შემდეგ კი – ამავე უნ-ტის კლინიკის სამმართველო საბჭოს წევრი (1993-1994). იგი გერმანიის ნევროლოგთა საზ-ბის (2001-2002), შემდეგ კი გერმანიის ინტენსიური მედიცინის ინტერდისციპლინარული გაერთიანების პრეზიდენტია (2003-2004).

ჰ. ვ. სხვადასხვა ორგანიზაციის საპატიო წევრი და უამრავი ჯილდოს მფლობელია: ამერიკის ნევროლოგთა ასოციაცია, საფრანაგეთის ნევროლოგთა ასოციაცია, ავსტრიის ინსულტის საზოგადოება (2003), უნგრეთის ინსულტის საზ-ბა (2005), გერმანული ნეირორადიოლოგიის  საზ-ბა (2012), გერმანული ნევროლოგიის  საზ-ბა (2015),  ბორხერტის ჯილდო (რაინ-ვესტფალიის აახენის ტექნ. უნ-ტი, 1974), მიჰარას ჯილდო (მიჰარას ფონდი, იაპონია, 2009), მაქს ჯარეკის ჯილდო (ნიუ-იორკი, 2009), ოტფრიდ ფიორსტერის სახ. მედალი (გერმანიის ნეიროქირურგიის საზ-ბა, 2015).