-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
გვიდანი სოფიო ანზორის ასული (01.III.1965, თბილისი), ქიმიკოსი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი სპეციალობით ორგ. ქიმია (1987). ალ. ნათიშვილის მორფოლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელია (2016-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პროსტაგლანდინებისა და ციკლური ნუკლეოტიდების სეკრეცია ექსტრემალური მდგომარეობის დროს“, გრიფით - ეკოლოგია და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდიდატის წოდება (2005). მისი კვლევის სფეროა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცოცხალ სისტემებზე გავლენის შესწავლა. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
თხზ.: გვიდანი, ს. (2005). პროსტაგლანდინები და ციკლური ნუკლეოტიდები-ექსტრემალურ მდგომარეობაში ეკოლოგიური სისტემების ბიორეგულატორები. თბ., საქ. მეცნ. აკად. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი; Gvidani, S. (თანაავტორი). (2024). Aflatoxins Adsorption by Lignin Treated with Sodium Hydrocarbonate Using Technogenic Raw Materials. მოამბე = Bulletin / საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია. აპრილი-მაისი-ივნისი. ტ. 18, N 2. თბ.