გვიანიშვილი თამუნა პაატას ასული
გვიანიშვილი თამუნა პაატას ასული

გვიანიშვილი თამუნა პაატას ასული (14.XI.1992, გარდაბანი), ოჯახის ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დო­ქ­ტორი. დაამთავრა თსსუ-ის მედიცინის ფაკ-ტი (2016). გაიარა თსსუ-ის რეზიდენტურის პროგრამა „სა­ოჯახო მედიცინა“ (2018-2021); დაამთავრა თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის დოქტურანტურა „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ მიმართულებით და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფა­რი­სებრი ჯირკვლის მიკროკარცინომა: ჰისტოპათოლოგია, იმუნოჰისტოქიმია, პროგნოზი“ (2022). იყო თსუ-ის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინ-ტის კლინიკ. და ექსპ­ე­რ. პათოლოგიის დეპარტ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018-2024). ამჟამად არის ამავე დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2024-დან). მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ფა­რი­სებრი ჯირკვლის პათოლოგიები. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი და 10-ზე მეტ ადგილ. და საერთაშ. კონფერენციებზე მომხსენებელი. ეწევა პედ. მოღვაწეობას.  იყო თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტ.  მოწ­ვე­უ­ლი პედაგოგი (2021-2025); ამჟამად არის ამავე დეპარტ. ასისტენტ პროფესორი (2025-დან). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: ,,გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში" (მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია,2022).