გვერდწითელი ირაკლი გრიგოლის ძე
გვერდწითელი ირაკლი გრიგოლის ძე

გვერდწითელი ირაკლი გრიგოლის ძე (22.XII.1918, თბილ.–19.XII.1991, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკი ფაკ-ტი(1941). მუშაობდა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში(1941–1946), სოხუმის ფიზიკა-ტექ. ინ-ტში (1946–1969). იყო ამ ინ-ტის დირექტორი (1962–1969). იყო პოდოლსკის ტექნოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1969–1976). იყო საქართვ. მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტის თავ-რე (1976–84). მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და თსუ-ში (1984). საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. – 1967), საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1978–1982). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1974). ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი ხელმძღვანელოით ჩატარებული გამოკვლევები იზოტოპების განცალკევების ფიზურ პროცესებისა და ტექნოლეგიების დამუშავებაში საფუძვლად დაედო ჩვენს ქვეყანაში სამეცნ.-კვლ. ცენტრის ჩამოყალიბებას, როგორიცაა სტაბილური იზოტოპების ინ-ტი (1963). ამ ინ-ტს ეწოდა მისი სახელი (1992). მან გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. შეასრულა სამუშაო სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქმნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზ. საფუძვლები და სხვ. საქ. სსრ IX, X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ასევე ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშისა და ლენინის ორდენი, სსრკ სახელმწ. პრემია და იყო საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე.