გვერდწითელი გურამ ესტატეს ძე
გვერდწითელი გურამ ესტატეს ძე

გვერდწითელი გურამ ესტატეს ძე (12.III.1931, თბილისი - 07.IV.2026, თბილისი), კრიტიკოსი,  მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1953) და მოსკ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტი (1957). იყო საქართვ. კომპარტიის ც.კ.-ის კულტურის ინსპექტორი (1957-1962); საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის განყ-ბის ხელმძღვ. (1962-2004); დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1964-1979); ჟურნ. "კრიტიკის" მთ. რედ. (1982-1984); გამომც. "მერანის" დირექტორი (1984-2005). ხელი მოაწე­რა საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (9.IV.1991). საკანდ. დისერტ. დაიცვა თემაზე: "ქართული საბჭოთა ლიტერატურის მხატვრული სახეები" (1961). ავტორია 30 წიგნისა. იყო წევრი: კ/ს "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭოსი (1968-1994); საქართვ. მწერალთა კავშირის (1961-დან); იმავე კავშირის გამგეობის (1972-2004); პრეზიდიუმის (1978-2004) და  საქართვ. უზენაესი საბჭოს (1990-1991).

თხზ.:გვერდწითელი, გ. (1989). მწერლებზე და მწერლობაზე : ლიტერატურული ნარკვევები. თბ., საბჭ. საქართვ.; გვერდწითელი, გ. (1994). თანამედროვენი და თანამედროვეობა : წერილები, ნარკვევები, მონოგრაფიები. თბ., მერანი; გვერდწითელი, გ. (2002). ფიქრი და განსჯა : პოლემიკა; წერილები მეგობრებისადმი; ნარკვევი. თბ., მერანი; გვერდწითელი, გ. (2005). ლიტერატურული ნარკვევები, პორტრეტები, პოლემიკა. თბ., მერანი, ISBN: 9994081799; გვერდწითელი, გ. (2006). კინოზე და სხვაზეც : წერილები. თბ., მერანი, ISBN:9994081799.