გვენცაძე რომან ივანეს ძე
გვენცაძე რომან ივანეს ძე

გვენცაძე რომან ივანეს ძე (6.IV.1945, თბილისი - 14.VIII.2017, თბილისი), დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით (1971) და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი სამართალმცოდნის სპეციალობით (1986). წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, იყო: საქართვ. ელექტრომშენის ლაბორანტი (1963-1964); ნავთლუღის პურპროდუქტების ბაზის ელექტროშემდუღებელი (1964-1966); თბილმშენის N4 სამშ. სამმართველოს მშენებელი ოსტატი (1967-1968); საქართვ. მეცნ. აკადემიის სამშ. მექან. და სეისმოლოგიის ინ-ტის  ინჟ. (1972-1974);  საქართვ. შსს სისხლის სამართ. ინსპექტორი, უფრ. ინსპექტორი, ქვეგანყოფილების უფრ., განყ-ბის უფროსის მოადგილე (1974-1980); სისხლის სამართ. სამძებროს უფრ. (1980-1985); საქართვ. შს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1985-1987); საქართვ. შს სამმართველოს უფრ. (1987-1989); საქართვ. შს მინისტრის მოადგილე (1989-1991); საქართვ. შს მინისტრის პირველი მოადგილე (1991-1992); საქართვ. შს მინისტრი (1992-1993); საქართვ. შს მინისტრის მოადგილე (1994-1995); საქართვ. შსს უმაღლ. სკოლის უფრ. (1993-1994). ამავე წლებში მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიის რექტორად. საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004). მილიციის გენერალ-მაიორი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით, საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის მედლით "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სანიმუშო სამსახურისათვის" (1966).