-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი
გვენცაძე ალექსანდრე ბაგრატის ძე (26.III.1979, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2008), გეოლოგი, დაამთავრა თსუ-ის მაგისტრატურა (2010); მუშაობს თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტში (2005-დან); მეცნიერ-თანამშრომელი (2007). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის სეისმურობა, საქართველო” (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2020. ტ. 14, N 4); ,,ბიწმენდის ანტიკლინის სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელი სეისმური პროფილების გამოყენებით, საქართველო” (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2020. ტ. 14, N 1); ,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის სამხრეთი ნაწილის სეისმური ინტერპრეტანცია” (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2021. N 1. ტ. 15); ,,Stable isotopes of oxygen and hydrogen in precipitation and river water in Georgia” (Journal of Hydrology and Hydromechanics, 2023); ,,Assessment of Water Karstic Resource in the Alazani Basin, Georgia” (Bulletin of the Georgian national academy of sciences, 2023, vol. 17, no. 1).