-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ასოცირებული პროფესორი
გვენეტაძე არსენ მურადის ძე (2.VIII.1963, ტყიბული), ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (1999-დან). დაამთავრა თსსუ (1986). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ქირურგიული, ლაპაროსკოპიული კონტრაცეფცია ქალებში” (1994), ხოლო სადოქტორო ნაშრომი თემაზე “ლაპაროსკოპია რეპროდუქტოლოგიაში” (2005). მუშაობდა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1990-2000). ხელმძღვანელობს ზ. საბახტარაშვილის რეპროდიქციულ კლინიკას დირექტორის პოზიციაზე (2009-დან). იყო საქართვ. გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (2005–2015). არის ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საქართვ. საზ-ბის პრეზიდენტი (2016-დან). გ. ა. ავტორია 100-მდე სამეცნ. ნაშრომის და სახელმძღვანელოსი, მათ შორის: “Neonatal Uterine Bleeding as a precursor to endometriosis in adulthood” (African Journal of Reproductive Health August 2022; 26 (8):88); „Association Between Fallopian Tube Length and Genital Endometriosis in Infertile Patients Retrospective Cohort Study.“ (Clinical and Experimental Obstetrics & Gynecology, 2022, 49(8), 183.); „Reproductive outcome after hysteroscopic metroplasty.“ (European Journal of Obstetrics & Gynecology and Reproductive Biology, 66(2), 147-150.); „პირველი ტრიმესტრის პრეეკლამფსიის სკრინინგტესტის გავლენა ორსულობის გამოსავალზე“ (ჟურნალი - ექსპერიმენტული და ტრანსლაციური მედიცინა).