-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
გველუკაშვილი თამაზ მიხეილის ძე (30.V.1961, გურჯაანი), დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და მატერ.-ტექ. მომარაგების ფაკ-ტი (1983). რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს მაღაზიის გამგის მოადგილე (1983-1985); რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინჟ.-დისპეჩერი (1985); რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს მაღაზიის გამგის მოადგილე (1985-1986); რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს N36 მაღაზიის გამგე (1986-1995); მუშაობდა ადგილობრივ თვითმართველობაში, იყო რუსთავის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავ-რე (2002-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2004-2008); პარლამენტის დარგობრივი ეკონ. და ეკონ. პოლიტიკის კომიტეტის წევრი (2004-2008), პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2004-2008). რუსთავის საკრებულოს წევრი (2010-2014).