გველესიანი თამარ ნუგზარის ასული (06.I.1993, თბილისი), ფსიქოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის გამოყენებითი სოც. ფსიქოლ. სამაგისტრო (2017) და სადოქტორო (2022) პროგრამები. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მასწავლებელთა მოტივაციის, თვითეფექტურობისა და სოციალური იდენტობის ურთიერთმიმართება (ეიზენის "დაგეგმილი მოქმედების თეორიის" პერსპექტივიდან)“. იყო თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2018-2024), ასისტენტ პროფესორი (2024). გ. თ. სხვადასხვა წლებში იყო ადგილ. და საერთაშ. ორგანიზაციების მკვლევარი და პროექტების შემფასებელი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – საქართვ. (2017–2018); ეროვნულ დემოკრ. ინ-ტის (2018-2024); ბრიტანეთის საბჭოს (2020-2021); ევროპის საბჭოს (2021-2025); ომისა და მშვიდობის გაშუქების ინ-ტის (2024-2025). გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ. სტატია, მათ შორის: „The Role of Social Identity and Social Support in Overcoming Academic Stress – First Year Student Experience“ (International Journal of Management and Applied Science # 1, 2017); „სოციალური იდენტობისა და სოციალური მხარდაჭერის როლი აკადემიურ სტრესთან გამკლავებაში“ (Georgian Psychological Journal #1, 2019); „Teacher Self-efficacy and its Role in Increasing Motivation“ (Education Sciences and Psychology, 2022); „Exploring the Impact of Teacher Social Identity on Motivational Enhancement“ (PROFESSIONAL STUDIES Theory And Practice 28(1), 2024).