-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მომღერალი
გველესიანი სულხან კონსტანტინეს ძე
გველესიანი სულხან კონსტანტინეს ძე (27.XII.1970, თბილისი), მომღერალი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1993); თბილ. სახელმწ. კონსერვ. ვოკალის ფაკ-ტი (1998). არის ოპერისა და ბალეტის თეატრ. სოლისტი (2002-დან). შესრულებული აქვს პარტიები ოპერებში: "ტრავიატა"; "რიგოლეტო"; "დონ კარლოსი"; "აიდა"; "ტრუბადური"; "ბალ-მასკარადი"; "სოფლის პატიოსნება"; "დონ პასკუალე"; "მინდია"; "დაისი"; "აბესალომ და ეთერი". შესრულებული აქვს ტონიოს პარტია ოპერაში „ჯამბაზები“ რიშონლი-ციონის ფესტივალზე (ისრაელი) და ამონასროს პარტია ოპერაში „აიდა“ კაზანის ფ. შალიაპინის სახ. ფეს-ტივალზე (2008). არის ბულ-ბულის საერთაშ. კონკურსის პრიზიორი; 153-ე საოპერო სეზონის წლის საუკეთესო მომღერალი.