-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დეკანი დოცენტი
გველესიანი შუშანა გიორგის ასული (20.XI.1920, ზესტაფონი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1938-1942), ასპირანტურა (1942-1945). გ. შ. მუშაობდა უნ-ტში ასისტენტის, უფრ. მასწავავლებლისა (1944) და დოცენტის თანამდებობაზე (1964). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1954 ), კითხულობდა ლექციებს სასურსათო და საქონელმცოდნეობის ზოგად და სპეც. კურსებში (1951 ). გ.შ.-ს მიენიჭა დოცენტის წოდება (1968 ). იყო ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1973), ხოლო შემდეგ დეკანი (1974-1985.). გამოაქვეყნებული აქვს სტატიები, სალექციო კურსი და მეთოდური მასალები.
თხზ.: გველესიანი, შ. (1977). კვების პროდუქტების საქონელმცოდნეობის სახელმძღვანელო. თბ., განათლება; გველესიანი, შ. (1991). ლექციების კურსი სასურსათო საქონელმცოდნეობაში: (ზოგადი ნაწილი. მარცვლეული და მისი გადამუშავების პროდუქტები).