-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
გველესიანი რევაზ ალექსანდრეს ძე (25.VI.1955, თერჯოლა, სოფ. სკანდე), ეკონომისტი. თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. პოლიტიკის კათედრის ხელმძღვ., ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. ეკონომიკურ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1973-1978), ასპირანტურა პოლიტ ეკონომიის სპეციალობით (1978-1981). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რ-იც მოამზადა მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში (მეცნიერ-ხელმძღვანელები: პროფ. ალ. ბაჯელიძე და პროფ. ნ. შეხეტი, 1982), სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგობები და მათი დაძლევის გზები“ რ-იც მოამზადა ზაარლანდის უნ-ტში (გერმანია, მეცნიერ-კონსულტანტი პროფესორი ჰ. ალბეკი, 1990). გ. რ. დასავლეთ ევროპის სამეცნ. კონკურსების 20 გზის გამარჯვებულია. იგი სამეცნ.-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის, ტიუბინგენის, მიუნხენის, ბონის, ფრაიბურგის, ბრანდენბურგის, ზაარლანდის, პოტსდამის უნ-ტებში. ბერლინის მეცნ. და პოლიტიკის ფონდის საერთაშ. პოლიტიკისა და უსაფრთხოების გერმანულ ინ-ტში (SWP), ეკონომიკის კვლევის გერმანულ ინ-ტში (DIW) და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მეცნიერებთან როგორებიცა პროფესორები: ჰ. ალბეკი; ჰ. კუნცი; ჰ. შტეფენსი; უ. ჰალბახი; ა. მიკლეი; გ. ფალტინი; ნ. კუნცი; ვ. ვენგი; ნ. საავედრა-რივანო; მ. გავრილეტეა და სხვ. გერმანიის უნ-ტების გარდა, მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში ნიუ-იორკის, ლონდონის, რომის, ფლორენციის, მილანის, პარმას, ტრენტოს, პალერმოს, სასსარის (ალგერო, იტალია), მადრიდის უნ-ტებში და ვენის დიპლომატიურ აკადემიაში. რომის ტრეს უნ-ტში ბიზნესისა და ეკონ. საერთაშ. აკადემიის (IABE) მიერ ორგანიზებულ საერთაშ. სამეცნ. კონფერ-ზე თსუ–ის მეცნიერთა, მათ შორის გ.რ.-ს კვლევებმა ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის საფუძველზეც თსუ-ის საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის მეორე ადგილი მიენიჭა(2015). პროფესორმა გ.რ.-მ თსუ-ში დააარსა ეკონ. პოლიტიკის კათედრა (2005) და ეკონ. პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინ-ტი (2006), რ-ებიც აქტიურად თანამშრომლობენ ბერლინის (ტექნიკურ და თავისუფალ), პოტსდამის, ცუკუბას, რომის საპიენცას და მისკოლცის (უნგრეთი) უნ-ტებთან. გ.რ. ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის, ვაშინგტონის მეცნ. პროგრესის ასოციაციის, იტალიის გამოყენებითი ეკონომიკის ასოციაციის, ბიზნესისა და ეკონ. საერთაშ. აკადემიის (IABE, აშშ) და საქართვ. ეკონომიკის მეცნ. აკადემიის წევრია. არჩეულია ბიზნესისა და ეკონ. საერთაშ. აკადემიის ვიცე პრეზიდენტად (IABE, 2016). იგი ხელმძღვანელობდა ეკონ. სექციას მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებზე მადრიდის უნ-ტში (WASET, 2014) და ბიზნესისა და ეკონ. საერთაშ. აკადემიის მიერ სასსარის უნ-ტში ორგანიზებულ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებს (IABE, ალგერო, 2017). მონაწილეობდა IABE-ს მიუნხენის საერთაშ. კონფერენციაში, როგორც მომხსენებელი და სამეცნ. კომიტეტის წევრი (2018). არჩეულია გლობალური მდგრადობის საერთაშ. ჟურნ. „International Journal of Global Sustainability (IJGS) სარედაქციო კოლეგიის წევრად (USA, Las Vegas, Nevada, 2019), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტია (2024), იყო თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი (2006-2014) და საქართვ. ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს წევრი (2012-2016). გამოსცა 150-ზე სამეცნ. ნაშრომი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მათ შორის 10 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო და 40 სტატია საერთაშ. ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მისი ნაშრომებია: „ეკონომიკურ–პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრობლემები და მათი დაძლევის შესაძლებლობები“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2015, ტ. 7, N4); „ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობათა შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი დაძლევის პრობლემა“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2017, N 1, ტ.10); „სოიალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის დამოკიდებულება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან“ (ეკონომისტი, 2018, N 3, ტ.14); "Theoretical Basis forPreparing and Making, Decisions in Economic Policy" (მოამბე, 2024, N 4); . წარმატებული მეცნ. მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს შემდეგი გერმანიის აკადემიის გაცვლის სამსახურის პრემია (DAAD, 2000); თსუ-ის სამეცნ. პრემია და ღირსების ორდენი (2003), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2015); პ. გუგუშვილის სახ. მედალი (2020), თსუ-ს ოქროს მედალი (2021), ფ. გოგიჩაშვილის სახ. მედალი (2025).
თხზ.: გველესიანი, რ. (2018). გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941262647; გველესიანი, რ. (2020). გლობალური მეწარმეობის პოლიტიკა და კულტურა. თბ. , უნივერსალი, ISBN: 9789941266669; გველესიანი, რ. (თანაავტორი). (2022). ეკონომიკური პოლიტიკა. წიგნი 1-2. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941491450; გველესიანი, რ. (თანაავტორი). (2024). ინდუსტრიული პოლიტიკა ციფრულ სამყაროში. თბ., უნივერსალი, ISBN: 978-9941338427.