გველესიანი ირინა ჯუმბერის ასული
გველესიანი ირინა ჯუმბერის ასული

გველესიანი ირინა ჯუმბერის ასული (05.VIII.1976, თბილისი), ფილოლოგი, ინგლ. ენის სპეციალისტი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის  ფაკ-ტი (1999) და ასპირანტურა (2006). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „იურიდიულ (მემკვიდრეობის სამართლის) ტერმინთა სისტემები ქართულსა და უცხოურ (რუსულსა და ინგლისურ) ენებში“ და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). იგი იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის უფრ. სპეციალისტი (2007-2013); სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს წევრი (2017-2019); დაიკავა  თსუ-ის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (2012); იყო საქართ­ვ. უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (2022-2023); ავსტრიის იურიდ. ლინგვ. ასოციაციის  მრჩეველთა საბჭოს წევრი (2025). გ. ი. კითხულობს საუნ-ტო კურსებს: ინგლ. ენის თეორ. გრამატიკას, სამეცნ. ნაშრომის მომზადებისა და თარგმნის პრინციპებს, პრაქტ. იურიდ. თარგმანს და სხვ.  არის ხუთენოვანი ლექსიკონის (ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლ. ლექსიკონი) ინგლ. ნაწილის რედ. (2015). ავტორია 103 სამეცნ. ნაშრომისა, მაგ.: „ანდერძისმიერი მემკვიდრეობის ევოლუციური გზა ქართულ საისტორიო წყაროებსა და სამართლის ძეგლების მიხედვით“ (2011), „სტილისტური ხერხი, როგორც ქვეტექსტის რეალიზაციის ერთ–ერთი თავისებურება: (გაპიროვნება) (2011). აგრეთვე ავტორია 3 წიგნისა, რ-იც გამოქ­ვე­ყ­ნე­ბულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გველესიანი, ი. (2020). მემკვიდრეობის სამართლის ტერმინთა სისტემები ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში: (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობისა და მონტანის კოდექსის მიხედვით).თბ., მერიდიანი, ISBN: 978994125787; Gvelesiani, I. (2021). Trusts and Trust-like Devices: Translation and Interpretation. Canada. LexisNexis, ISBN: 9780433514350; Gvelesiani, I. (2024). The Origin of the Trust: A Comparative Linguistics and Law Perspective. Switzerland. Springer, ISBN: 9783031690266.