გველესიანი ირინა ჯუმბერის ასული (05.VIII.1976. ქ. თბილისი), ფილოლოგი (ინგლ. ენის სპეციალისტი), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1999). დაიცვა დისერტაცია თემაზე „იურიდიულ (მემკვიდრეობის სამართლის) ტერმინთა სისტემები ქართულსა და უცხოურ (რუსულსა და ინგლისურ) ენებში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2006). გ. ი. იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის უფრ. სპეციალისტი (2007-2013); თსუ-ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს წევრი (2017-2019). დაიკავა თსუ-ის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (2012). კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს: ინგლ. ენის თეორ. გრამატიკას, სამეცნ. ნაშრომის მომზადებისა და თარგმნის პრინციპებს, პრაქტ. იურიდ. თარგმანს და სხვ. გ. ი. არის ხუთენოვანი ლექსიკონის (ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლ. ლექსიკონი) ინგლ. ნაწილის რედაქტორი (2015). ავტორია 103 სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორის, 3 წიგნისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
თხზ.: Gvelesiani, I. (2024). The Origin of the Trust: A Comparative Linguistics and Law Perspective. Springer. ISBN: 978-3-031-69026-6; Gvelesiani, I. (2021). Trusts and Trust-like Devices: Translation and Interpretation. LexisNexis Canada. ISBN: 9780433514350; გველესიანი, ი. (2020). მემკვიდრეობის სამართლის ტერმინთა სისტემები ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობისა და მონტანის კოდექსის მიხედვით). მერიდიანი. ISBN: 978994125787.