გველესიანი ანზორ
გველესიანი ანზორ

გველესიანი ანზორ (12.VIII.1937, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა ი. ბ. სტალინის სახ. თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1960); ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ სეტყვის (მარცვლების) ნაწილაკების  ევოლუციის ზოგიერთი საკითხი“ (1970), ფიზ.–მათ.  მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„Исследование движений проводящей атмосферы и проблемы динамики ионосферы“ (1980). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში ჯერ უმცროს  მეცნიერ–თანამშრომლად (1961), შემდეგ უფრ.  მეცნიერ–თანამშრომლად (1970). თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში განყ-ბის ხელმძღვ. (1980). იყო მზე-დედამიწის კავშირის სექტორის ხელმძღვ. (2006), არის 154 ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,On the Wind and Turbulence in the Lower Atmosphere above the Complex Terrain“ (International Journal of Geosciences, 2011, v. 2); ,,On the characteristic functions of different kind thermodynamic systems: theory, experiment and observation” (J. Georgian Geophys.   Soc., 2016, v.19B).

თხზ.: გველესიანი, ა. (რედაქტ.) (2000). სირთულე ბუნების სტრუქტურასა და დინამიკაში. ფრაქტალები, ქაოსი და დროითი სერიების არაწრფივი ანალიზი.  თბ., გეოპრინტი; Гвелесиани, А. (2020). Кинетика фазовых переходов воды в чистой и облочной турбулентной атмосфере:[Монография]. Тб., ТГУ; Гвелесиани, А. (2020). К вопросу  о динамике ионосферно-магнитосферной плазмы  Земли: [Монография]. Тб., ТГУ.