- კატეგორიები: მათემატიკოსი
გვაზავა ჯონდო კონსტანტინეს ძე (02.X.1956 – 27.II.2013, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა საშ. სკოლა ქ. თბილისში (1957), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (წითელ დიპლომზე) (1962), 1962-1965 წწ. სწავლობდა ნოვოსიბირსკის (რუსეთი) სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურაში (1962-1965). მუშაობდა ამავე უნ-ტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1965-1967), შემდეგ უფ. მეცნ. თანამშრომლად (1967-1972). იგი არის ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტის დოცენტი (1965-1973), თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის დოცენტი (1973-1983), თსუ-ის გამოყენებითი მათ. კათედრის პროფესორი (1983-1989), აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (1989-1992) და სტუ-ის გამოყენებითი მათ. კათედრის პროფესორი (1990-2013). მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ფიზ. განყოფილების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1972-1986), წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1986-2000), ასევე ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტოლებების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლია (200-2013). გ. ჯ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1967), დოცენტის წოდება (1970), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1981) და პროფესორის წოდება (1990). მონაწილეობდა 2 საერთაშ. და 5 ადგილობრივ სამეცნ. გრანტში. არის 2 მონოგრაფიისა და 31 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი სამეცნ. კვლევის თემატიკაა: არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებები, კვაზიწრფივი გადაგვარებული ჰიპერბოლური და შერეული ტიპის განტოლებები, სასაზღვრო და მახასიათებელი ამოცანები სხვადასხვა ტიპის წრფივი, ნახევრად წრფივი და კვაზიწრფივი განტოლებებისთვის.
თხზ.: Gvazava, J. (1981). Some Classes of Quasilinear Equations of Mixed Type. Trudy Tbiliss. Mat. Inst. Razmadze Akad. Nauk Gruzin. SSR 67, 1-94 [in Russian]; Gvazava, J. (1992). Some Classes of Hyperbolic Equations and Equations of Mixed Type. Tbilisi A. Razmadze Mathematics Institute Works, 108. Metsniereba, Tbilisi, 177 pp. [in Georgian]; ISBN: 5520010625.