გვარამია ვახტანგ ლევანის ძე
გვარამია ვახტანგ ლევანის ძე

გვარამია ვახტანგ ლევანის ძე (07.X.1939, ფოთი), იურისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის იურდ. ფაკ-ტი (1962). იყო ფოთის ნავსადგურის იურისტ-კონსულტანტი (1962-1963); ფოთის შ.ს. განყ-ბის გამომძიებელი (1963-1966); შ. ს. სამინისტროს უფრ. გამომძიებელი (1966-1972); თბილ. შ. ს. სამმართველოს საგამოძიებო განყ-ბის უფრ. (1972-1983); თბილ. I მაისის შ.ს. რაიონული განყ-ბის უფრ. (1983-1987); თბილ. შ.ს. სამმართველოს უფრ. მოადგილე (1987-1989); შ.ს. სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფრ. მოადგილე (1989-1990); გენ. პროკურორის პირველი მოადგილე (1990-1994); იუსტიციის მინისტრის მოადგილე (1994-1999); საქართვ. V მოწვევის პარლამ. წევრი საარჩევნო ბლოკიდან: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2003); პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (1999-2000); იურიდ. საკითხთა, კანონიერებისა და ადმ. რეფორმების კომიტეტის წევრი (1999-2003); ფრაქცია "ერთიანი საქართველო" თავ-რის მოადგილე (2000-2003); ფრაქცია "ერთიანი საქართველოს" წევრი (1999-2000); საქართვ. საკონსტიტუ­ციო სასამარ­თ­ლოს წევრი (2003-2014); უმაღლ. საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლე, იუსტიციის სახელმწ. მრჩეველი.