-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ინჟინერი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
გვარამაძე ნიკოლოზ ლევანის ძე (22.IX(4.X).1892, ვლადიკავკაზი, ჩრდ. ოსეთი, – 26.XI.1959, თბილისი), რკინიგზის ტრანსპ. ინჟ. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1941), გადაეცა წითელი დროშის ორდენი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1916); იყო ,,ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების“ წევრი (1917-1918); მუშაობდა რიგა–ორიოლის რკინიგზის მშენებლობაზე (1916-1920). საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო გზათა დეპარტ. ინსპექტორი და რესპ. ნავთსადგურის უფრ. ინჟ. მამაცაშვილთან ერთად ჩაიბარა ბათუმის ნავსადგური (1920); მოგვიანებით გახდა საქართვ. გზებისა და ნავსადგურების სამმართველოს უფრ. (1921); საქართვ. რკინიგზების აღდგენა-რეკონსტრ. და მშენებლობის ერთ-ერთ ხელმძღვ.; ამავე დროს ეწეოდა პედ. მოღვაწეობას და ასწავლიდა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინრების ინ-ტში; ასევე თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტზე კითხულობდა ხის და ქვის ხიდების დამუშავების კურსს (1922-1926); იყო მიმოსვლის გზათა II რანგის გენ. დირექტორი (1943-დან). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
წყარო: გვარამაძე ნიკოლოზ ლევანის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 88-89; მ. ლილუაშჭვილი, ზ. გაიპარაშვილი, პროფესორთა საბჭოს სხდომის ოქმები 1917-1926, თბ. გამომც. უნივერსალი, 2006, გვ.433; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.