გვანცელაძე ლეილა
გვანცელაძე ლეილა

გვანცელაძე ლეილა გიორგის ასული (02.II.1937-22.IX.2018), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ მეცნ. კანდიდატი (1980). დაამთავრა ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტ­ის მათ.-ფიზ. ფაკ-ტი (1960).  მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბის უმცრ. მეცნ. თანამშრომ­ლად (1961-1972); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბის უმც. მეცნ. თანამშრომლად (1973-1980). ამავე განყ-ბის უფრ. მეცნ. თანამშ­რომ­ლად (1981-1990). საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1990-1995).  მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში დაიცვა დისერტაცია “Хи-კვადრატ განაწილებისა სიმპტოტური სიმძლავრის კრიტერიუმებზე” და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდება. დაინტერესებული იყო ალბათურ-სტატისტ. კვლევის მეთო­დების გამოყენებით მედიცინაში. გამოქვეყნებული აქვს სამეც­ნ. ნაშ­რომები სხვადასხვა მათემატიკურ გამოცემებში Хи-კვადრატ განაწილების კვლე­ვების თემაზე. კითხულობდა ლექციებს ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტიკაში თსუ-ში, ხოლო ბოლო წლებში კი კერძო უნ-ტებში.

თხზ.: Gvantseladze, L. (1975).On Tests of Fit Based on Grouped Data; Гванцеладзе, Л. (1976). Об Асимптотическом Поведении Мощности Критериев Типа Хи-Квадрат; Гванцеладзе, Л. (1980). Исследования по Асимптотической Мощности Критериев Типа Хи-Квадрат; Gvantseladze, L. (1984). Application of Statistical Classification Technique to the Forecasting of Outcomes of Diseases.