-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მუსიკათმცოდნე აღმოსავლეთმცოდნე
გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე (22.III. 1925, თბილისი-25.VII.1991,თბილისი), ქართვ. მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). გ. ვ.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1947) და თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. მუსიკათმცოდნეობის ფაკ-ტი (1949). იგი ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას (1952). ქართ. მუსიკის შესახებ საჯარო ლექციებს კითხულობდა მოსკ., ლენინგრადის, ხარკოვის, ბაქოს, ბერლინის, ლაიფციგის, ჰალეს უმაღლეს სასწავლებლებში. გ. ვ. ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ძველი აღმოსავლური ენების განყ-ბას (1985–1999). გ. ვ. ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962), „რიჰარდ ვაგნერი“ (1966), „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976), „ნიკო სულხანიშვილი“ (1973), „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978), „ურარტულის ლექსიკა“ (1982), „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1963), „ბასკური ხალხური სიმღერები“ (1989, ი. ტაბაღუასთან ერთად) და სხვ. გვახარია ასევე იკვლევდა ქართ. სას. მუსიკის ისტორიას, ჰიმნოგრაფიულ და ნოტების ხელნაწერებს, ნევმური ნოტაციის შენარჩუნებით ნუსხურ-ხუცურიდან მხედრულზე გადმოიტანა მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X საუკუნე), შექმნა XIX საუკუნის ქართული მუსიკალური ხელნაწერების კლასიფიკაცია. გ. ვ. გახდა ჰენდელის საერთაშ. პრემიის ლაურეატი (1967).
თხზ.: გვახარია, ვ. (1966). რიჰარდ ვაგნერი : გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება N 32. ნაკადული; გვახარია, ვ. (1971). ქართული მუსიკის მშვენება : ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება. უნ-ტის გამ-ბა; გვახარია, ვ. (1982). ზმნა და სახელი ურარტულში. მეცნიერება; გვახარია, ვ. (1983). ბასკური ხალხური სიმღერები. მეცნიერება.
ლიტ.: გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე: საქართველო. (1997). ტ. 1, თბ., გვ. 606; Андриадзе, М. Гвахария, Важа Александровичъ, Православная Энциклопедия, т. 10, с. 467-46.