-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
გუცაევი ვლადიმერ აბიელის ძე (21.XII.1952, სოფ. ქვედაგორა, ახალგორის რ-ნი), დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1976) და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი (1976). ფეხბურთელი (თავდამსხმელი). იყო: თბილ. "დინამოს" თავდამსხმელი (1971-1986); თბილ. "დინამოს" გუნდის უფრ. (1987-1990); გუნდი "იბერიის" უფრ. (1992-დან); კვიპროსის "ანორთოსისის" მენეჯერი და უფრ. მწვრთნელი (1991-1994); ვლადიკავკაზის "ალანიის" გენ. მენეჯერი (1995); საქართვ. ახალგაზრდული ნაკრების უფრ. მწვრთნელი (1996-1997); საქართვ. ეროვნ. ნაკრების უფრ. მწვრთნელი (1990-1999); ვლადიკავკაზის "ალანიის" უფრ. მწვრთნელი (1999-2000); ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მენეჯერი (2001-2002); საფეხბურთო კლუბ "მცხეთის" პრეზიდენტი (2002-2004). მონაწილეობა აქვს მიღებული: საკავშირო ჩემპიონატებში 303 (47 გოლი); სსრ კავშირის თასის გათამაშებაში 45 (10 გოლი); საერთაშ. შეხვედრებში 89 (18 გოლი); მ. შ. ევროპის საკლუბო ტურნირებში 34 (8 გოლი); სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 11 მატჩი (1 გოლი); ექვსჯერ იყო დასახელებული სიაში "33 საუკეთესო"; საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2004-2008). არის საკავშ. ჩემპიონატის ბრინჯაოს (1971, 1976, 1981), ვერცხლის (1997) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის (1983) მედლების, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდებს შორის, 1976); სსრკ თასის მფლობელი (1976); სსრკ ჩემპიონი (1978); სსრკ თასის მფლობელი (1979); სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება (1981); ღირსების ორდენი (2001).