გურგენიშვილი მარინა ბიძინას ასული
გურგენიშვილი მარინა ბიძინას ასული

გურგენიშვილი მარინა ბიძინას ასული (08.IX.1958 – 16.VI.2025, საგარეჯო), ქიმიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1980), გაიარა სტაჟირება ა. ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანული ნაერთების ინ-ტის შევსებული პოლიმერების ლაბორაატორიაში(1982-1988). ქ. მოსკოვში ა. ნესმიანოვის სახ. ელემენტორგანული ნაერთების ინ-ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ანტიფრიქციული პლასტმასების დამუშავება და შესწავლა პოლიფენილენოქსიდის საფუძველზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1988). გ. მ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1990), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის  ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მთ. მეცნიერ თანამშრომელი, ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2015-2025). თსუ-ის სენატის წევრი (2016-2025). მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციები ეხება პოლიმერების ქიმიას, ახ. მასალებს, ეკოლოგიას და სას.-სამ. ბიოტექნოლოგიებს: „Polyurethanes Based on Primary Cord Type Diols“, (Oxidation Communications, 2024, 47(2), 220–228); „Synthesis and Investigation of Properties of Epoxy-Novolac Copolymers Based on Polycyclic Bisphenols of Norbornane Type“, (Chemistry and Chemical Technology, 2024, 18(4), 546–557); „Synthesis of Polyurethanes Based on Secondary Card-Type Diols“, (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2025, 19(2), 56–62); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“, (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025, 3–18); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“, (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025, 69–81). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მონაწილეობდა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა სამეცნ. ფონდების:ISTC; STCU; CRDF და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი, მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმძღვ., მენეჯერი და ძირითადი შემსრულებელი.

თხზ.: Gurgenishvili, M. (თანაავტორი). (2019). Card Type Aromatic Polyesters.  LAP LAMBERT Academic Publishing. ISBN: 9786200231352.