-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი
გურგენიძე ვაჟა პავლეს ძე (02.XII.1940, თბილისი-17.IX.2020). ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1963), ასპირანტურა (1966). თსუ-ში იყო მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფრ. მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი, შრომის ეკონ. და ორგანიზაციის კათედრის გამგე (1966-1983). გ. ვ. მუშაობდა ეგვიპტეში (1970-1972), გაეროს შრომის საერთაშ. ორგანიზაციის ექსპერტად სირიაში (1978-1979); იყო საქ. კპ. ცენტრ. კომიტეტის ლექტორი; პროპაგანდისა და აგიტაციის განყ-ის გამგე; ცკ-ის მდივანი; იდეოლოგიის განყ-ბის გამგის პირველი მოადგილე (1983-1990); საქართვ. მეცნ. აკადემიის დემოგრაფიის სოც.-ეკონ. კვლ. ცენტრის დირექტორის მოადგილე (1990-დან); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო წევრი: მაჟორიტარი ახალციხის საარჩევნო ოლქიდან, ეკონ. რეფორმების კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.04.1991). გ. ვ. იყო საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1994); გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების ექსპერტ-კონსულტანტი საქართველოში (1995-2009). გამოსცა 80-ზე მეტი ნაშრომი: სახელმძღვანელო, მონოგრაფია და სტატიები.
თხზ.: გურგენიძე, ვ. (1997). მენეჯერთა შრომის ორგანიზაცია. თბ.; გურგენიძე, ვ. (1999). ინფორმაციისა და მართვის სისტემეა: პრაქტიკული სახელმძღვანელო. თბ.; გურგენიძე, ვ. (2005). პერსონალის მართვა : მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო. თბ.; გურგენიძე, ვ. (2006). საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გურგენიძე, ვ. (თანაავტორი). (2007). განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის: სამაგიდო წიგნი. თბ.; გურგენიძე, ვ. (თანაავტორი). (2010). ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციური სამართალი და პოლიტიკურ-რელიგიური ინსტიტუტები: [სახელმძღვანელო]. თბ.
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015. თბ., გვ. 140.