გურგენიძე ნუნუ ალქსის ასული
გურგენიძე ნუნუ ალქსის ასული

გურგენიძე ნუნუ ალქსის ასული (07.XII.1939, თბილისი), თურქოლოგი,  გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის უფრ. მკვლევარი (1968). დაამთავრა თსუ (1962); გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა (1963.), არის ფილოლ. მეცნ. კანდ. (1967). გ. ნ. თურქულ ენას ასწავლიდა აზიისა და აფრიკის ინ-ტში (1990-2005), თავისუფალ უნ-ტში (2005-2008),  თსუ-ში კითხულობდა კურსებს: თურქ. ენა, თურქ. დიალექტოლოგია, თურქ. ლექსიკოლოგია (2009-2021). დაჯილდოებულია საქართვ. განათლების, კულტ. და სპორტის სამინისტროს  საპატიო სიგელით უმაღლ. განათლებისა და მეცნ. სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნ.-საგანმან. საქმიანობისათვის (2018) გ. ნ.-ს კვლევის სფეროებია: ქართ. დიალექტებში ნასესხებ აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვათა  ეტიმოლოგიის საკითხები, თურქიზმები ქართ. ონომასტიკაში, არქაიზმები თურქეთის ქართველთა მეტყველებაში, ქართველიზმები ჩრდ. აღმოსავლეთ ანატოლიის  თურქ.  დიალექტებში. მისი ნაშრომებია: „ქართველიზმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის  თურქულ დიალექტებში: (ყარსი, არზრუმი, ჭოროხი, ორდუ, ტრაბზონი, რიზე და მისი  შემოგარენი)“ (2006); „ქართ. დიალექტებში ნასესხებ თურქიზმთა ეტიმოლოგიისათვის“ (2014); „აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკური ელემენტები საქართველოს მთის (მთიულური, გუდამაყრული, თიანური) დიალექტებში“ (2015);

თხზ.: გურგენიძე, ნ. (შემდგენელი). (2001). თურქულ-ქართული ლექსიკონი. სტამბოლი; გურგენიძე, ნ. (2003). დამხმარე სახელმძღვანელო თურქული ენის შემსწავლელთათვი. თბ., ენა და კულტურა; გურგენიძე, ნ. (2016). დიალექტოლოგიური ძიებანი: ქართული აკადემიური წიგნი, ISBN 978-9941-9465-7-8, 192 გვ.; გურგენიძე,ნ. (2016). ქართულ  დიალექტებში აღმოსავლური: (არაბული, სპარსული. თურქული) ენებიდან ნასესხებ სიტყვათა ლექსიკონი. თბ., საგა, ISBN 9789941497841.