•   ავტორი
  • კატეგორიები:
გურგენიძე მარინე ბიკენტის ასული
გურგენიძე მარინე ბიკენტის ასული

გურგენიძე მარინე  ბიკენტის ასული (20.XII.1959, თბილ.). დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1984).  მუშაობდა თბილ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტში, შრომის დაცვისა და უსაფთხოების კათედრაზე ასისტენტად (1985-1987). დასაქმებული იყო თსუ-ის  საინფორმაციო  გამოთვლით ცენტრში, ინჟინერ პროგრამისტის თანამდებობაზე (1987-1990). მუშაობდა თსუ გეოფიზიკის კათედრაზე ასისტენტად (1991-2006). დაიცვა საკანდ. დისერტაცია გეოფიზიკის ინ-ტში, სპეციალობა - ატმოსფეროს ფიზიკა (1998). პარალელურად ამავე წლებში მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მეცნ. კვლევისა და პროგნოზირების განყ-ბის ხელმძღვანელად. მიენიჭა აკადემ. დოქტორის ხარისხი ფიზ- მათ. მეცნიერებაში (2006). დღემდე მუშაობს ფიზიკის პედაგოგად თბილ. 1-ელ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში. არის ავტორი და თანაავტორი ათამდე სამეცნ. სტატიისა (2006-დან).