გურგენიძე გივი (გიორგი) კონსტანტინეს ძე
გურგენიძე გივი (გიორგი) კონსტანტინეს ძე

გურგენიძე გივი (გიორგი) კონსტანტინეს ძე (15. III. 1908. ახალციხე-20. IX. 1988), ეკონომისტი, დაამთავრა ქ. ახალციხის I საშ. სკოლა (1926) და მუშაობა დაიწყო დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. ერთდროულად სწავლობდა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ზე  (1927). უნ-ტის რეორგანიზაციის შემდგომ დაამთავრა საფინ.-ეკონ. და საბჭ. აღმშენებლობისა  და სამართ.  ფაკ-ტი (1931). მუშაობდა სხვადასხვა  ორგანიზაციაში. ერთი წლით იგი მიავლინეს საკავშ. აღრიცხვის ცენტრ. სამმართველოსთან არსებულ ერთწლიან კურსებზე მოსკოვში (1936), რომლის დამთავრებისთანავე შევიდა მოსკოვის სახ. სამეურნეო აღრიცხვის ინ-ტის ასპირანტურაში (1937-1939). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია:  "აღრიცხვის ისტორიის საკითხებისათის საქართველოში"  და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1939). ჩამოვიდა თბილისში და მუშაობდა: თბილ. საკავ. ვაჭრობის დაუსწრებელი ინ-ტის  საქ. ფილიალში, სასწავლო ნაწილის გამგედ, თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე ბუღალტრად, მონაწილეობდა მეორე  მსოფლიო  ომში (1941-1942), იყო სსრკ ვაჭრობის დაუსწრებელი ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორი (1942-1946).  ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის  ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1946-1956), თსუ-ის აღრიცხვის კათედრის დოცენტი (1944-1988). გამოაქვეყნებული აქვს 150 ნაშრომი, 10 სახელმძღვანელო ეკონ. და იურიდ. საკითხებზე და  2 მონოგრაფია.  შრომების  ძირითადი ნაწილი  ეხება სამეურნეო  აღრიცხვის  თეორიას,  პრაქტიკას, სახ. მეურნეობის ისტორიის საკითხებს. აქტიურად  იყო ჩართული  საქ.  გეოგრ.  საზ-ების მუშაობაში და არის ამავე საზ-ების სარევიზიო კომისიის თავ-რე. მონაწილეობდა გეოგრაფიის ინ-ტის საველე ექსპედიციებში (ქლუხორის რაიონი სამცხე, ქვემო ქართლი, გარე კახეთი და სხვ.). ექსპედიციაში მოპოვებული მასალები და კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გეოგრაფიის ინ-ტის შრომებსა და მეცნ. აკადემიის მოამბეში. არის უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1982).

თხზ.. გურგენიძე, გ. (1961). საბუღალტრო აღრიცხვის თეორია. თბ., საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა; გურგენიძე, გ. (1961). ვახუშტი-საქართველოს სახალხო მეურნეობის მკვლევარი-ეკონომგეოგრაფი. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; გურგენიძე, გ. (1971). ბუღალტრული  აღრიცხვისა  და  სასამართლო  ექსპერტიზის  საფუზვლები: უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გურგენიძე, გ. (1987). სასამართლო  ბუღალტერია: (იურიდიული  ფაკ-ტის  სტუდენტებისათვის). თბ.,უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.:  ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.