-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
გურჩიანი ერეკლე სანდროს ძე
გურჩიანი ერეკლე სანდროს ძე (07.IV.1966, მესტიის რ-ნი, სოფ. ეწერი), სპორტსმენი, საქართვ. სპორტის ოსტატი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1998). არის საქართვ. სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი მკლავჭიდში; ევრ. თერთმეტგზის (1991-2004); მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი (1991-2005); საფრ. დიდი საერთაშ. ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი; საერთაშ. ტურნირის „ოქროს დათვი“ სამგზის გამარჯვებული; მსოფლიო ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის პრიზიორი (ეგვიპტე, 1999); საქართვ. ეროვნ. ნაკრების მთ. მწვრთნელი (2005-დან); საქართვ. დამსახ. მწვრთნელი (2007-დან); საერთაშ. საადვოკატო საკონსულტაციო ჯგუფის იურისტი, პარტნიორი (2008-დან). აირჩიეს მკლავჭიდის ფედერ. პრეზიდენტად (2010). დასახელებულია საქართვ. საუკეთესო სპორტსმენად (1997).