გურაბანიძე  მაია  ნოდარის ასული
გურაბანიძე მაია ნოდარის ასული

გურაბანიძე მაია ნოდარის ასული (13. VI.1964, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა  თბილ. აპოლონ ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემია ,,სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განხრით“ (1986). მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინ-ტში, პედაგოგად (1991-2005); კითხულობდა მსოფლიო ხელოვნების ისტ. და ქართ. მონუმენტური არქიტ. და მხატვრობის შესახებ სალექციო კურსს. ინტენსიურად თანამშრომლობდა გაზეთ ,,24 საათთან“, ასევე, ჟურნ. ,,თეატრი და ცხოვრებასთან“, სადაც გამოაქვეყნა არაერთი პუბ. (2004-დან); სწავლობდა სქართვ. საზ-ებრივ საქმეთა ინ-ტში (ჯიპა) ,,დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოების კვლევების“ განხრით (2005). კურსი მოიცავდა საერთაშ. ურთიერთობის თეორიას, დიპლ. სამსახურს, ომისა და სტრატეგიის თეორიას და საქართვ. დიპლ. ისტ.;დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  თემაზე: ,,მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების კონცეპტუალური რეჟსურა და სცენოგრაფია“ (2006). არის თსუ-ის მუზეუმის დირექტორი (2007-დან). იგი იყო ქ. თბილისის საკრებულოში  არსებული საზ-ებრივი საბჭოს ხელმძღვ. (2007-2008). მისი სტატიები: „ჩვენ ქართველები ვართ! ძვენ მართლმადიდებლები ვართ!” (24 საათი, 2004, N146); „ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის სცენოგრაფია და რუსთაველის სახელობის  თეატრში სპექტაკლი ”სიბრძნე სიცრუისა” (თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი, 2006, N7); ,,თსუ-ის მუზეუმი საკმაოდ დიდ ფასეულ ფონდს მოიცავს: ინტერვიუ” (თბილისის უნივერსიტეტი, 2009, 28. IX, N11).