გუნცაძე ერეკლე (ირაკლი) ალექსანდრეს ძე
გუნცაძე ერეკლე (ირაკლი) ალექსანდრეს ძე

გუნცაძე ერეკლე (ირაკლი) ალექსანდრეს ძე (XIX ს. –  XX ს.), ქართვ. იურისტი (ნაფიცი ვექილი) და საზ. მოღვაწე, რ-იც აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუდმივი წევრი (1897-1921); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი; იგი აქტიურად ეხმარებოდა ქართ. კულტ.-საგანმან. წრეებს; მუშაობდა ნაფიც ვექილად. იურდ. თვალსაზრისით საინტერესოა ოლქის სასამართლოში განხილული კ. პლიუშჩევსკისა და კ. ი. მუხრან ბატონის საქმე (25.XI.1897), სადაც ვექილმა გ. ი.-მ  დაამტკიცა პლიუშჩევსკის მიერ წარდგენილი საბუთების სიყალბე  და მოითხოვა საქმის თავიდან გამოძიება. იყო  ი. ჭავჭავაძისა (27.VIII.1907) და ასევე ცნობილი მეცენატის, დ. სარაჯიშვილის ანდერძის ერთ-ერთი აღმსრ. - იურისტი (1914).  ეროვნ.-დემოკრ. პარტ. წევრი და თბილ. ქ-ის საბჭოს ხმოსნობის კანდ. (1919); ხელმძღვანელობდა  „უპარტიოთა კავშირს“, სადაც ივ. ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ინტელიგენტებთან ერთად იბრძოდა საქართვ. დემოკრატ. რესპ. მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის.

წყარო: საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.