-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
გუნია სერგო უშანგის ძე
გუნია სერგო უშანგის ძე (26.IV.1907, ს. ზანათი, აბაშის რ–ნი - 4.V.1977), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.–მათ. ფაკ-ტი (1932). მუშაობდა თბილ. გეოფიზიკის ობსერვატორიაში, შემდეგ ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინ-ტში (1932-1962). იყო საქართვ. სას.–სამ. ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე (1962-1977). იკვლევდა ატმ. ფიზიკის საკითხებს. დაამუშავა ელჭექის პროგნოზის მეთოდი, რ–საც იყენებდნენ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ჰიდრომეტეოროლ. სამსახურების ოპერატიულ ქსელში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. გეოფიზიკოსი, ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1967).