გუნია გარი სერგოს ძე
გუნია გარი სერგოს ძე

გუნია გარი სერგოს ძე (25.VIII.1937, აბაშა), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1962); იყო ქ. ლენინგრადის ა. ვოეიკოვის სახ. მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში (1967). იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში კოსმოსური სხივების კვლევის ლაბორატორიაში ელექტრომონტიორის, შემდეგ კი ლაბორანტის თანამდებობაზე.  შემდომ სამუშაოდ გადადის ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნ.-კვლევით ინ-ტის რადიოლოგიურ ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს იმ დროის გასაიდუმლოებულ, ატომბირთვული აფეთქების ნარჩენებით ატმოსფეროსა და დედამიწის გაჭუჭყიანების პრობლემებზე (1964). პარალელურად მუშაობს ფიზიკის მასწავლებლად საშ. სკოლაში და  ფიზკულტურის ინ-ტთან არსებულ მწვრთნელთა სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად (1966-1976). შემდეგ ბრუნდება ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში (1973). ამ პერიოდში ჰიდრომეტეოროლ. და გარემოს კონტროლის სამმართველოს ბაზაზე იქმნება ატმოსფეროს გაჭუჭყიანების კონტროლისა და კვლევის სამსახური, რ–საც ერთ-ერთ ხელმძღვანელად ჩაუდგა სათავეში. დაინიშნა თბილ. ობსერვატორიის ატმოსფეროსა და ნიადაგის გაჭუჭყიანების კონტროლის ლაბორ. ხელმძღვანელად (1974). იგი შეუდგა ამ ლაბორ. და მისი ფილიალების ჩამოყალიბებას საქართვ. 6 მსხვილ სამრეწვ. და კულტურულ ცენტრში. მისი უშუალო მონაწილეობით ყალიბდება საქართვ. ატმოსფეროს გაჭუჭყიანების დაკვირვებისა და კონსტორლის ქსელი. გამოიცა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ბიულეტენები და წლიური მიმოხილვები. შემდე კვლავ დაბრუნდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1980), ხოლო შემდეგ ლაბორ. ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის უცხოურ გამოცემებშიც. მათში ასახულია ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საკითხები. სტუდენტობის დროს მისდევდა სპორტს. საქართვ. მოკრივეთა ნაკრების გუნდის წევრია (1955-1961). მონაწილეობდა საკავშ. და საქართვ. მოკრივეთა მრავალ ჩემპიონატში. საქართვ. ტექნ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზების დეპარტამენტის მთავარი მეცნ. თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე - "ატმოსფერული მტვრის მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდების გამოკვლევა და სრულყოფა" (1973); სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე - "ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მონიტორინგის საკითხები საქართველოს ტერიტორიაზე" (1993)

თხზ.: გუნია, გ. (2019). ეკოლოგიური მონიტორინგი. თბ., ჰმი-ს გამომც., ISBN: 9789941814907.