-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გულუა ეკატერინე კობას ასული (02.IV.1977, თბილისი), ეკონომისტი, დაამთვრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. და მართვის სპეციალობით (1993-1998). მუშაობდა იმიტაციური მოდელირებისა და საქმიანი თამაშების ლაბორ. ლაბორანტად; იყო თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2003), აკად. გიორგი პაპავას ხელმძღვანელობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონ. დოქტორის აკად. ხარისხი (2008); ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ პროფესორი (2006-დან); ეკონომიკის დოქტორი; ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორ. დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2013). ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. აქვს სოციალურ და პოლიტიკურ (2013-2019) და იურიდ. მეცნ. ფაკ-ტებთან (2024-დან) თანამშრომლობის გამოცდილება მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. ლაბორ. ეგიდით უძღვება სტუდენტურ პროექტს ,,შემიძლია გავხადო სამყარო უკეთესი“; არის ფაკ-ტის დეკანის ბრძანებით დამტკიცებული პროექტის ავტორი „საქართველოს ბიზნესი პირველი უნივერსიტეტისთვის“ (2016); აქვს მუშაობის გამოცდილება კომერციულ ბანკსა და საქველმოქმედო ორგანიზაციაში; მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში, აქვეყნებს სამეცნ. ნაშრომებს, ახორციელებს პროფილურ სამეცნ. კვლევებს; საერთაშ. სამეც. რეცენზირებადი და რეფერირებადი ჟურნ. რედ.
თხზ.: გულუა, ე. (2008). ბიზნესის განვითარება - სიღარიბის დაძლევის საფუძველი. სამეცნიერო შრომების კრებული: ტ. 1, გვ. 85-94; გულუა ე. (თანაავტორი). (2014). ლიდერობის მართლმადიდებლური აღქმა. ეკონომიკა და ბიზნესი. იანვარი-თებერვალი, N1, გვ.177-190; გულუა, ე. (თანაავტორი). (2018). მაგისტრანტთა დროის მენეჯმენტი: (მონოგრაფია). თბ., უნივერსალი, ISBN 9789941262562.