გულიაშვილი ნანა ივანეს ასული
გულიაშვილი ნანა ივანეს ასული

გულიაშვილი ნანა ივანეს ასული (07.VII.1956), ფილოს. მეცნ. დოქტ.;  თსუ-ის პროფესორი; ფილოს. სასწ.-სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის კულტ. ფილოს. და ესთეტიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ხელოვნების არსისა და დანიშნულების საკითხები რჩილ ჯორჯაძის ესთეტიკურ ნააზრევში“ (2000). კითხულობს ლექციებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. მუშაობს ესთეტიკის, კულტ. ფილოსოფიის, ქართ. ესთეტ. აზრის ისტ. პრობლემებზე, ასევე  მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს რომანტიზმის ესთეტიკა, ანტ. ესთეტიკა და თანამედროვე ესთეტიკის აქტუალური პრობლემები. მისი გამოქვეყნებული მონოგრაფიაა „არჩილ ჯორჯაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური ნააზრევი“ (2012), არის თანაავტორი (პროფ. ა. ყულიჯანიშვილთან ერთად)  მონოგრაფიისა „რომანტიზმის ესთეტიკა“ (2023). არის ავტორი და რედაქტორი წიგნისა „აკაკი ყულიჯანიშვილი — „რჩეული ფილოსოფიური შრომები“  I ტ. (2026), ავტორია დამხმარე სახელმძღვანელოსი „ანტიკური ესთეტიკა“ (2024). ასევე არის რედაქტორი კრებ. „კულტურა, ფილოსოფია, ღირებულებები“ (2024). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშ. და საფაკულტეტო კონფერენციებზე მომხსენებლის სახით, ასევე სიმპოზიუმებზე მომხსენებლის სახით.

თხზ.: გულიაშვილი, ნ. (2012). არჩილ ჯორჯაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური ნააზრევი:[ეძღვნება არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 140 წლისთავს]. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941177125; გულიაშვილი, ნ. (2023). ხელოვნების ფილოსოფია. თბ., უნივერსალი. ISBN: 9789941334870.