გულაშვილი ზაზა მალხაზის ძე
გულაშვილი ზაზა მალხაზის ძე

გულაშვილი ზაზა მალხაზის ძე (07.VII.1979, თბილისი), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე და ფიზ. გეოგრაფიის განყ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ჰიდროლოგია-ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით (2001), თსუ-შივე დაასრულა მაგისტრატურა (2003). გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა თბილ. ნ. ჟორდანიას სახ. ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმში (2001-2003). პარალელურად მუშაობდა საქართ. მეცნ. აკადემიის ჰიდრომეტეროლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სტაჟიორად, ხოლო შემდგომ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (2001-2004). გ. ზ. მუშაობს თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (2015-2024) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2024), არის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2024). მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ. ატლასის შექმნაში (2018, ინგლ.), რ-იც იმავე წელს წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე გერმანიაში. არის საერთაშ. რეფერირებადი ჟურნ. „ქართული გეოგრაფიული ჟურნალი“ ძირით. პერსონალი (2021-დან). გ.ზ.-ს კვლევის ინტერესებია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა და წყლით გამოწვეული სტიქიური მოვლენების შერბილების ღონისძიებების შემუშავება. გავლილი აქვს სტაჟირირება უცხოეთის სასწ.-სამეცნ. დაწესებულებებში: წყლის შესწავლის ინ-ტში კურსი „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ და დელფტის ტექნოლოგიურ უნ-ტში პროგრ. „სტიქიური რისკების შემცირება და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“, დელფტი (ნიდერლანდები). შეისწავლა მდინარის ჰიდროლ. რეჟიმების გათვალისწინებით აუზში არსებული ჰიდროტექნ. ნაგებობების დაზიანების სცენარების სიმულირება და დატბორვის რისკების პროგნოზირება. ERASMUS+ პროგრამის დაფინანსებით იმყოფებოდა ქ. ვალენსიაში (ესპ.), პოლიტექ. უნ-ტის წყლისა და გარემოს ინჟინერიის ინ-ტში პროგრამაზე „მდინარეთა აუზების მოდელირება პროგრამული უზრუნველყოფა „AQUATOOL“-ის საშუალებით“. ამავე ინ-ტში გაიარა სტაჟირების კურსი თემაზე „წყლის რესურსების სისტემების კომპლექსური დაგეგმვა, მართვაში გადაწყვეტილებების მიღების მეთოდოლოგია და სისტემები“. ნიდერლანდების სამეფოს სამთავრობო დაფინანსებით დელფტის წყლის შესწავლის ინ-ტში გაიარა კურსი სახელწ. „მდინარეთა დელტების და აუზების სტრატეგიული დაგეგმვა“ (2022). კვლევ. ვიზიტების შედეგები ასახულია მისი შემდგომი წლების მოღვაწ-ში: მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შესრულდა პროექტები მდ. რიონის წყლის რესურ. შეფასების, მართვის და დატბ. რისკების პრევენც. საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით წარმოებულ კვლევებში რიონის წყლის რესურსების მართვის თემაზე შეისწავლა რიონისა და მისი შენაკადების სეზონური ჰიდროლ. რეჟიმები, აუზში არსებული ჰიდროტექნ. ნაგებობები და მათი ფუნქციები, ჰიდროლ. რეჟიმების და სამეურ.-ეკონ. დარგების გათვალისწინებით მისი ავტორობით შედგა მდ. რიონის ქვეაუზური დაყოფის სქემა, რ-იც ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული წყლის მართვის გეგმების შედგენისას, რაც აისახა მის მიერ წარმატებით დაცულ სადოქტორო დისერტაციაში „კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების წყლის რესურსების შეფასება და მართვა“ (2024).  კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა RWTH აახენის ტექნ. უნ-ტის გეოგრაფიის ინ-ტში თემაზე „ჰიდროლოგიური პროცესები როგორც ბუნებრივი ფაქტორი და მათი გავლენა ეკოსისტემებზე“, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში თანამედროვე ეკოჰიდროლ. კვლევების წარმოებას (2025-2026). გ.ზ. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშ. და ადგილ. კვლევებში, მათ შორის შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, აგრეთვე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და ღონისძიებებში. არის 35 სტატიისა და 3 მონოგრაფიის თანაავტორი.

თხზ.: Gulashvili, Z.  (თანაავტორი). (2021). Role of water reservoirs in the seashore dynamics. Proceedings of 21th International Multidisciplinary Scientific GeoConference SGEM 2021, Vol. 21, Iss. 3.1; Gulashvili, Z.  (თანაავტორი). (2022). Assessment Scheme of Water-reservoirs Impact on Groundwater. Journal of Geomate, Vol. 22, No. 90, pp. 110-117; გულაშილი, ზ. (თანაავტორი). (2022). წყალსაცავების პოზიტივები და ნეგატივები. თბ. სამშობლო, ISBN 9789941978463; Gulashvili, Z.  (თანაავტორი). (2023). Mapping and Analysis of Anthrax Cases in Humans and Animals. Georgian Geographical Journal, 3(1); გულაშვილი, ზ. (თანაავტორი). (2024). ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის მოდელირება და კარტოგრაფირება საქართველოში, თბ. უნივერსალი; Gulashvili, Z.  (თანაავტორი). (2024). Mapping of Zoonotic Diseases in South Caucasus. Georgian Geographical Journal, 4(2), pp. 66–74; Gulashvili, Z. (თანაავტორი). (2025). NDVI-Based Spatiotemporal Analysis of the Green Space in Tbilisi, Georgia. Proceedings of 25th International Multidisciplinary Scientific GeoConference SGEM 2025. Vol. 25, Iss. 3.1; გულაშილი, ზ. (თანაავტორი). (2025). ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კლიმატის ელემენტების მონაცემთა ბაზების შედგენა და კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული რისკების შეფასება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. თბ., უნივერსალი.