გუჯეჯიანი როზეტა შალვას ასული
გუჯეჯიანი როზეტა შალვას ასული

გუჯეჯიანი როზეტა შალვას ასული (25. X. 1970, მესტია), ეთნოლოგი, ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1994) და ეთნოლოგიის  ასპირანტურა (1997). აგრეთვე, დაამთავრა თსუ-ის მეორადი ფაკ-ტი კინომცოდნის სპეციალობით (1994). იყო ისტ. მეცნ. კანდ. (2005). მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: „ტრადიციული ყოფისა და რწმენა-წარმოდგენების ურთიერთმიმართება დასავლეთ საქართველოს მთიანენეთში: (სვანეთი ეთოგრაფიული მასალის მიხედვით)“ (2005). იგი გახდა თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012). იყო აკად. გ. ჩიტაიას სახ. ეთნოგრ. მუზეუმის ლაბორანტი (1994); ამავე მუზეუმის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1994-2006); საქართვ. ეროვნ. მუზეუმის კურატორი (2005-2012); თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის ისტ-ისა და ეთნოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2005); მიწვეული ლექტორი თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე, ეთნოლოგიის მიმართულებით (2005-2012); ასოცირებული პროფესორი საქართვ. საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში (2010-2018); საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის განმსაზღვრელი სამეცნ. საბჭოს წევრი (2014-2018); შემდეგ თავ-რე (2022); საქართვ. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნ. საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2017); საქართვ. პარლამენტის კულტ. კომიტეტის სამეცნ. საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2025). გ. რ. გახდა საქართვ. მეცნ. აკად. ექვთიმე თაყაიშვილის სახ. პრემიიის ლაურეატი, ავტორობისათვის სამენოვანი მონოგრაფიისა „ტაო-კლარჯეთი-ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ (2022). იგი არის არაერთი ნაშრომის ავტორი, მაგ.: „ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან სვანეთი“ (2008), „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“ (2017), „ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე)“ (თანაავტორი, 2019) და ა.შ.

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გუჯეჯიანი, რ. (2008). ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან: (სვანეთი). თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941121432; გუჯეჯიანი, რ. (თანაავტორი). (2010). თეორიული ეთნოლოგია: სახელმძღვ. უნ-ტის ჰუმანიტ. ფაკ-ტის სტუდ. თბილისი, უნივერსალი, ISBN: 9789941131158; გუჯეჯიანი, რ. (2017). ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები. თბ.; გუჯეჯიანი, რ. (თანაავტორი). (2023). საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებელები და სასაზღვრო ურთიერთობები - ჯავახეთი. თბ., ფავორიტი სტილი, ISBN 9789941986741; გუჯეჯიანი, რ. (თანაავტორი). (2024). დადეშქელიანთა რეზიდენციები-ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები. თბ., მერიდიანი, ISSN 9789941345739.