-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გუჯაბიძე გულიკო ვარდენის ასული (12.IX.1936, ბათუმი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდრომექანიკა (1959). დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა, სპეციალობით ზედენადი სითხის ჰიდროდინამიკა (ხელმძღვ. აკად. ელეფთერ ანდრონიკაშვილი, 1962). იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1970). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მბრუნავი თხევადი ჰელიუმის გრიგლურ სტრუქტურასთან დაკავშირებული რელაქსაციური მოვლენები“(1968). იყო თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტი (1970 – 2006). იყო თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტ. მიწვეული ლექტორი (2006 – 2010). თსუ - ში მუშაობის სტაჟი - 48 წ. გამოქვეყნებული აქვს 63 ნაშრომი ქართულ, საბჭოთა და უცხოეთის სამეცნ. ჟურნალებში. დაამთავრა თსუ-ის საზ. მეცნ. ფაკ-ტი (1983) სპეც. ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნებათმცოდნეობა. გამოქვეყნებულია 14 ნაშრომი ამ დარგში.